მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ახალი რეალობა? - Visa-ს ფორუმზე მსოფლიოს მომავლის შესახებ იმსჯელეს

5f7b1be8874bd
შოთა ტყეშელაშვილი
05.10.20 19:32
1320
როგორ შეცვლის COVID-19 მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ იერსახეს, ამ საკითხების შესახებ Visa-ს მიერ გამართულ ციფრულ ფორუმზე მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკურმა მკვლევრებმა და ეკონომისტებმა იმსჯელეს. ამერიკელი პოლიტოლოგის და ფილოსოფოსის, ფრენსის ფუკუიამას შეფასებით, COVID-19-ის კრიზისი ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის ძალისხმევას და პასუხისმგებლობის გამოჩენას იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გაუმჯობესდეს. სამოქალაქო თვიშეგნების გარდა ის ხაზს უსვამს ტენდენციას, რომელიც არაერთ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაში გამოიხატა, რადგანაც მათში პანდემიის საპასუხო საგანგებო მდგომარეობები მმართველთა მხრიდან მეტი ძალაუფლების შეკრებას ემსახურებოდა.

"მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა ესაჭიროებათ დანარჩენ თანამოქალაქეთა მიმართ, მათ ერთმანეთს უნდა დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულდება იმ ზომების ერთობლივი დაცვა, რაც ვირუსის დამარცხებისთვის არის მნიშვნელოვანი. და ბოლოს, მნიშვნელოვანია სწორი ლიდერშიპი ქვეყნის სათავეებში, თუ არ გვყავს ლიდერები, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობას სერიოზულად არ აღიქვამენ, მაშინ ქვეყანა დიდი რისკის წინაშე შეიძლება არმოჩნდეს. შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პროფესიონალი ექიმები და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა თუ უშუალოდ ქვეყნის ლიდერშიპი არ აღიქვამს სერიოზულად ამ პანდემიას, მაშინ რთული ვითარება შეიძლება ვიხილოთ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები ექნება ამ კრიზისს, ამაზე საუბრისთვის უმჯობესია რამდენიმე სხვადასხვა სცენარი განვიხილოთ. სხვა კრიზისებსაც თუ შეხედავთ, მაგალითად, 2008 წლის ფინანსური კრიზისი ან 2001 წლის თეთრმეტი სექტემბრის კრიზისი რომ აიღოთ, მათი სრული შედეგები გამოჩნდა არაერთი წლის შემდეგ, შესაბამისად, ამჟამადვე ამ შედეგების განჭვრეტა რთულია. უარყოფითი სცენარები ალბათ იმავე მიმართულებას დაეფუძნება, რაც აქამდეც თვალსაჩინო იყო, რაც არაერთ ქვეყანაში პოპულიზმის, ავტორიტარიზმის და ნაციონალიზმის ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, მიგრაციის და უცხოელების მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა COVID-19-ის კრიზისის შემდგომ გაუარესდეს. პანდემია ხშირ შემთხვევაში იყო გამამართლებელი საბუთი, რომლითაც არაერთმა ლიდერმა მეტი ძალაუფლება მოიპოვა. სახელმწიფოს ესაჭიროება რომ ჰქონდეს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რათა სწრაფად უპასუხოს პანდემიისგან გამოწვეულ საჭიროებებს. შესაბამისად, ამ უფლებების მთავრობაზე დელეგირება გამართლებულია, თუმცა ვიხილეთ მმართველთა სურვილი ხელში ჩაეგდოთ ისეთი ძალაუფლებები, რომელთა უკან დაბრუნებაც მათ არ სურთ. ამის თქმა შეიძლება როგორც დემოკრატიულ ქვეყნებზე, ასევე მათზეც, სადაც ავტოკრატიული მმართველობა იყო. ამის მაგალითია ჩინეთი, რომელმაც პანდემიის დროს მისი უსაფრთხოების კანონები ჰონგ-კონგზე გაავრცელა. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ პანდემიამ გლობალურად დემოკრატიის დონეზე და ღია საზოგადოებაზე კარგი გავლენა არ იქონია.

ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის დადებითი სცენარები, რომლებიც ამ კრიზისის შემდგომ შეიძლება განვითარდეს. ეს არაერთ ქვეყანაში სახელმწიფოს და მოსახლეობას შორის სოციალური კონტრაქტის ხელახალი გადააზრება შეიძლება იყოს. აქვე, შეიძლება განვიხილოთ შეხედულებების ცვლილებაც, მაგალითად, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ჩრდილოეთ ევროპაში დიდი დაძაბულობა იყო იმასთან დაკავშირებით უნდა დახმარებოდნენ თუ არა იტალიას და სხვა ქვეყნებს, წელს კი ჩვენ უფრო მეტი ევროპული სოლიდარობა ვიხილეთ, რის შედეგადაც მათ შეიმუშავეს უპრეცედენტო მასშტაბის აღდგენის ფინანსური პაკეტი,” - ამბობს ფრენსის ფუკუიამა.

Visa-ს ფორუმზე საუბრისას, Renaissance Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა ჩარლზ რობერტსონმა ისაუბრა იმ გავლენის შესახებ, რაც დასავლურ სამყაროში არსებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას განვითარებულ ქვეყნებზე აქვთ. რობერტსონის თქმით, რაც უფრო მცირდება საპროცენტო სარგებელი დასავლურ ქვეყნებში, მით უფრო მეტად იზრდება დაინტერესება განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების მიმართ.

“უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ აშშ-ში, გერმანიასა თუ იაპონიაში დეპოზიტების სარგებლის განაკვეთის შემცირების პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლური ქვეყნების დაკრედიტება განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგანაც მათი საინვესტიციო ამონაგები უფრო მაღალია. ჩვენი შეფასებით, დასავლურ სამყაროში 0%-თან ახლოს მყოფი განაკვეთები მომდევნო 10 წლის პერიოდშიც შენარჩუნდება, ამან კი თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებას. ამ დაკრედიტებით ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი რუსურსი მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი და სხვა. ამ ქვეყნებისთვის 20 წლის წინ განაკვეთი 14%-საც აღწევდა, 6 წლის წინ კი ის 6%-მდე შემცირდა, დღეს კი ამ ქვეყნებისთვის განაკვეთი 4%-ია უკვე. ვფიქრობ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს განაკვეთი 3%-მდეც შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ განვითარებად ქვეყნებს მეტ რესურსთან გაუჩნდებათ წვდომა. ვფიქრობთ,  ეს სასარგებლო იქნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი, საქართველო და სხვა. საპროცენტო განაკვეთები თავად ამ ქვეყნებშიც შემცირებულია. მაგალითად, რუსეთში ბიზნეს სესხები ასეთი იაფი აქამდე არასდროს ყოფილა.

გლობალურ პოლიტიკაზე გავლენას რაც შეეხება, ჩვენ შესწავლილი გვაქვს რეცესიების გავლენა აშშ-ის საპრეზიდეტო არჩევნების შედეგებზე. როგორც დაკვირვება აჩვენებს, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი, რომლის მმართველობის ბოლო 2 წლის განმავლობაშიც რეცესია დაიწყო, ხელახალ არჩევნებზე ვერ იმარჯვებს. ხოლო თუ უშუალოდ ის არ იყრის კენჭს, ვერ იმარჯვებს მისი პარტიის წარმომადგენელი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ვხედავთ, რომ ამერიკული კომპანიები უცხოეთში ნაკლებად დებენ ინვესტიციებს და უფრო მეტად აშშ-ში ინვესტიციების კეთებით არიან დაკავებული. 2019 წელს ეს თანხა მხოლოდ 100 მილიარდი დოლარი იყო.

2019 წელს კი ევროკავშირის ქვეყნებიდან აშშ-ში 250 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შევიდა, ეს კი მსოფლიოში დოლარის სიმყარეს ხელს უწყობდა. მყარი დოლარი კი განვითარებადი ბაზრებისთვის არასდროს არ არის კარგი. თუკი, ჯო ბაიდენის არჩევა მოხდება პრეზიდენტად, ვფიქრობთ, რომ ამერიკული კომპანიები კვლავ გააქტიურდებიან უცხოეთში ინვესტირების მიმართუელბით, ევროპული ქვეყნები კი ამერიკული ტარიფების საფრთხის შესახებ უფრო ნაკლებად იფიქრებენ, შესაბამისად ნაკლებ ინვესტიციას ჩადებენ აშშ-ში და მის სანაცვლოდ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ იმ ქვეყნებზე, სადაც უფრო იაფად შეძლებენ ბიზნესის კეთებას,” - განაცხადა ჩარლზ რობერტსონმა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა მოერგონ ქვეყნები ახალ რეალობას და როგორ გადააქციონ პანდემიის გამოწვევები ბიზნესის, საზოგადოების და ქვეყნების შესაძლებლობებად.
“პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის ბიზნესის განვითარება. მაგალითად, ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის 83%-მა ზარალი განიცადა იზოლაციით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ხოლო კომპანიების მესამედს გაკოტრება ემუქრება. საზოგადოების შემდგომი ციფრული ტრანსფორმაციის საკითხები, ისევე როგორც ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება, ძალიან აქტუალურია”, - ამბობს ვირა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დსთ-ში, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში.





Visa-ს ფორუმი: