მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის? - შვედეთის ვიცე-სპიკერთან ექსკლუზიური ინტერვიუ

5e47e7b80c1f3
ელენე კვანჭილაშვილი
15.02.20 17:00
1069
"სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სივრცე, იმუშაოს აქტიურად და წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში" - ასეთია შვედეთის ვიცე-სპიკერის კერსტინ ლუნდგრენის პასუხი კითხვაზე - რა არის დღეს მთავარი საკითხები, რაც საქართველოს დღის წესრიგში უნდა იდგეს.

ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის ვიცე-სპიკერთან სტოკჰოლმში ჩაიწერა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სიდა'-ს ორგანიზებით მდგრადი განვითარების საკითხებზე სასწავლო ტური იმართება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც.

ერთკვირიანი სასწავლო ტურის განმავლობაში 30-ზე მეტი შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ძირითადი აქცენტი მდგარდი განვითარების მიზნებსა და საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე კეთდება.

შვედეთის პარლამენტში ვიზიტიც ამ ტურის ფარგლებში შედგა. კერსტინ ლუნდგრენი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და მათი საქმიანობა არ უნდა შეიზღუდოს. "ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- ამბობს შვედეთის ვიცე-სპიკერი.

ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ Forbes Woman Georgia-ში.