მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის? - ევროკავშირის ელჩის მოსაზრება

5cab4c195582a
თათია ჩაფიჩაძე
08.04.19 18:05
1562
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება ქვემოდან ზემოთ პრინციპით განხორციელდეს, პროცესში კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსი და უფლებამოსილება უნდა მიეცეთ.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სახელით საქართელოში იმართება ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც მომავალი 7 წლის განმავლობაში ქვეყნის სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას განსაზღვრავს.

სოფლის განვითარების მომავალი 7-წლიანი სტრატეგიის შემუშავება უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესი, ამიტომ მოხარული ვარ, რომ არა მარტო გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ ბევრი სხვა სამინისტროც მონაწილეობს და პროცესში მთლიანად მთავრობაა ჩართული. ნებისმიერი სტრატეგია, რაც ამ მიმართულებით შემუშავდება, უნდა მიყვებოდეს მიდგომას, რომელიც გულისხმობს ქვემოდან ზემოთ გადაწყვეტილებების მიღებას, ეს არის უმნიშვნელოანესი საკითხი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ და ამაყები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით, ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, რომლებიც ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რაც შეიძლება მეტი რესურსი და უფლებამოსილება ჰქონდეთ ამ სტრატეგიის განსახორციელებლად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის გაზრდა, სტანდარტების დამკვიდრება და უფრო მეტი ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზრებზე.

„იმედია, ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

დღეს საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+, ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ იმართება. კონფერენციის შედეგები საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.