მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მთავარი გამოწვევა LEAVINGSTONE-ის პარტნიორი კომპანიებისთვის

5eef3d08d9e33
ანუკა ჯოხაძე
23.06.20 09:00
1149
“ლიკვიდურობის პრობლემა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა”, - ამის შესახებ BM.GE-ის კრეატიული სააგენტო LEAVINGSTONE-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა ერეკლე ზურმუხტაშვილმა განუცხადა.

როგორც ზურმუხტაშვილი ამბობს, დღეს მათი პარტნიორი კომპანიები ყველაზე ხშირად პრობლემებს შორის სწორედ ლიკვიდური სახსრების დეფიციტს ასახელებენ, რაც მათ საქმიანობას გარკვეულწილად აფერხებს.

“ძალიან რთულია ბიზნესისთვის ოპერირება მუდამ შიშის რეჟიმში, რომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნას, რომელსაც ვერ მოაგვარებს, იმიტომ რომ, თუ დასჭირდება, ლიკვიდური სახსრები არ იქნება ხელმისაწვდომი. ლიკვიდურობის პრობლემა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა და ეს ხშირად გვესმის ხოლმე სხვადასხვა ბიზნესებისგან და იმ მექანიზმებით, რაც არის შემოთავაზებული, ეს პრობლემა თუ მოგვარდება, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ამ პრობლემების გადასალახად როგორც პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე, ჩვენთვისაც”, - აცხადებს LEAVINGSTONE-ის ოპერაციების მართვის დირექტორი.