მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მთავრობის ყველაზე დიდი მარცხი და მიღწევა – IRI-ს კვლევა

5f34105e60e08
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 20:00
1298
საქართველოში IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 9% ამბობს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი მარცხი არის ცრუ დაპირებები, 7% მიიჩნევს ეკონომიკურ დაღმასვლას, 6% – უმუშევრობას, კიდევ 6% – 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, 4% – ოკუპირებულ ტერიტორიებს, კიდევ 4% – სიღარიბის ზრდას, 3% – კოჰაბიტაციას, ხოლო 2–2% – ფასების ზრდას, ნაციონალური მოძრაობის წევრების არ დასჯას, ვალუტის გაუფასურებას, ნდობის დაკარგვას, იმედგაცრუებას, უსამართლობას, კორუფციის ზრდას.

რაც შეეხება მთავრობის მიღწევებს, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, 7% – ჯანდაცვის რეფორმას, 3% სიტყვის თავისუფლებას, 2% – ინფრასტრუქტურას, კიდევ 2-2% – დემოკრატიას და სტაბილურობას, ხოლო 1–1% განათლების რეფორმას, გზებს, პენსიის ზრდას, უვიზო მიმოსვლას, ეკონომიკის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ხოლო კითხვაზე, რომელია პარლამენტის მიერ დამტკიცებული ყველაზე წარმატებული რეფორმა ბოლო ერთ წელიწადში, 13% მიიჩნევს ჯანდაცვის რეფორმას, 4% – განათლების, 3% კორონავირუსთან ბრძოლის, 2–2% პენსიების ზრდას და უვიზო მიმოსვლას, 1-1% საპარლამენტო რეფორმას და სოფლის მეურნეობის დახმარებას.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.