მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის NFT და WEB3 – განმარტება CHAPTER25-სგან

625d6ec4eabbd
გიორგი თოლორდავა
19.04.22 11:20
1315
დიდი შანსია, ბოლო პერიოდში ყური მოგეკრათ ისეთი ტერმინებისთვის, როგორებიცაა: NFT და WEB3. ამის გაგონების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ალბათობით, დაინტერესდებოდით, რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი. დაინტერესების შემდეგ ბევრად უფრო მეტი შანსია, ისეთი ჩახლართული დეფინიციები მოგესმინათ ან წაგეკითხათ, რომ საერთოდაც ხელი ჩაგექნიათ ამ თემაზე. რეალურად, ეს კომპლექსური ტერმინები არც ისე რთულად გასაგებია, თუ პროფესიონალისგან მოისმენთ.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ინტერვიუ ჩაგვეწერა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი WEB3-აქსელერატორი და კრეატიული სააგენტოს CHAPTER25-ის პროდუქტების მენეჯერთან, ნიკოლოზ გელაშვილთან.

აღსანიშნავია, რომ C25 ქართული და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 150-მდე პროფესიონალს ასაქმებს და არაერთ ინოვაციურ WEB3 და NFT პროექტზე მუშაობს.

ბოლო დროს ჩვენს მკითხველს ხშირად ესმის NFT-ისა და Web 3-ის ახალი პროდუქტების შესახებ, მაგრამ ბოლომდე გასაგებად არავის არ აუხსნია, რა არის NFT, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეიქმნა ის და რატომ არის ის ასეთი მოთხოვნადი?

საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში ხშირად NFT-ის დეფინიცია დამწყებთათვის არასწორადაა მიწოდებული; როცა ადამიანი პირველად იგებს NFT-ის, როგორც ტერმინის შესახებ, მას უბრალოდ თვალწინ წარმოუდგება ის ნამუშევრები და ნახატები, რომლებიც ძვირად გაიყიდა. მათ ხშირად იმდენად რთულად ეჩვენებათ ეს სფერო, რომ უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ საერთოდ არ გაერკვიონ ამ სფეროში, რადგან ეს შეუძლებელი ეჩვენებათ.

რა შეიძლება იყოს NFT, ყველაფერი?

NFT არის უნიკალური ინფორმაცია ბლოქჩეინზე, რომელიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი ნებისმიერი სახის ფორმატით, მათ შორის: ფოტო, ვიდეო და აუდიოფაილით. ამ ეტაპზე NFT-ის ყველაზე ცნობილი ფორმაა ნახატები და JPEG ფაილებით წარმოდგენილი ნამუშევრებია, რომელთაც ადამიანები შესაბამის მარკეტებზე ათავსებენ, და ყიდიან გარკვეულ ფასად, თავისუფალი ბაზრის პრინციპით.

გარდა ციფრული დატვირთვისა, NFT შეიძლება სხვა უამრავი დანიშნულებით გამოვიყენოთ, NFT არ არის მხოლოდ ნახატი და მის უკან დგას უდიდესი ტექნოლოგია, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მთლიანად შეცვალოს თანამედროვე ფინანსური სისტემა და ყოველდღიური ცხოვრება.

რამდენად განუყოფელია კრიპტო და NFT ინდუსტრიები და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ NFT-ში ბოლომდე ვერასოდეს ვერ გაერკვევა ადამიანი, თუ მას კრიპტოინდუსტრიის გარკვეული აღქმა არ აქვს?

NFT და კრიპტო ორივე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროდუქტებია, მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ, თუმცა შესაძლებელია მათი განსხვავება. კრიპტო არის რთული კრიპტოგრაფიული ინფორმაცია ბლოქჩეინზე, ხოლო NFT წარმოადგენს კონკრეტულ ინფორმაციას რომელიც წარმოდგენილია ვიზუალური/ხმოვანი ფორმატით. დღესდღეობით NFT შესაძენად, მომხმარებელმა პირველ რიგში, უნდა შეიძინოს კრიპტოვალუტა. მის შემდეგ შესაბამის ბლოქჩეინზე ხდება კრიპტოს საშუალებით NFT-ით ვაჭრობა.

გვსურს, რომ ჩვენმა საქმიანმა მკითხველმა მეტი იცოდეს WEB3-ის შესახებ, რა არის ეს?

იმის გასაგებად, თუ რა არის Web 3, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის Web 1 და 2. უპირველესად, Web 1 არის ინტერნეტის პირველადი ფორმა, როდესაც მომხმარებელს შეეძლო ინტერნეტის მეშვეობით მხოლოდ წაეკითხა მასში არსებული ინფორმაცია.

Web 2-ის, დღევანდელ ეპოქაში, მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის წაკითხვა და ასევე ჩაწერა/რედაქტირება, თუმცა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვწერთ და ვაზიარებთ ინტერნეტში არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ ეკუთვნის ტექნოლოგიურ კომპანიებს: Facebook-ის, Instagram-ისა თუ WhatsApp-ის მსგავს პლატფორმებს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ ინფორმაციების დაბლოკვა, წაშლა ან სათავისოდ გამოყენება.

Web 3 არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა და ასევე ჩაწერა/რედაქტირება. ამასთან ერთად, ბლოქჩეინში არ არსებობს ცენტრალური მაკონტროლებელი ორგანო და ყველაფერი არის ხალხის ხელში.

ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) მაგალითიც განვიხილოთ: თუ რომელიმე მსხვილი პლატფორმის მფლობელს სურს განახლების დამატება, ეს არ იქნება მხოლოდ დირექტორისა და მენეჯმენტის გადასაწყვეტი - ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდება კენჭისყრა და ხალხი დემოკრატიულად გადაწყვეტს, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა არა.