მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო ეპიდ-სიტუაციის ეფექტურად სამართავად - ფინანსთა მინისტრის შეფასება

5fb630dc070e8
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 12:53
710
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემას ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს და კოვიდის მართვას საკმაოდ ეფექტურად ახერხებს, - ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებლებსა და ინფიცირებულთა მართვის სტრატეგიას შეეხებოდა.

ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრები კოვიდ-მდგომარეობის ეფექტურად მართვას ემსახურება და იმისთვის, რომ ეპიდ-სიტუაცია სწორად იმართოს აუცილებელია, კომპლექსური მიდგომა, რაც შეზღუდვებსაც მოიცავს.

„ჩვენ რა რაოდენობის ინფიცირებულებზეც ვსაუბრობთ დღეს და ასევე ვსაუბრობთ მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე, ამას პრაქტიკულად ვერც ერთი ჯანდაცვა ვერ გაუძლებს მსოფლიოში, რაც არ უნდა გამართული იყოს, შესაბამისად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ერთი მხრივ, ღონისძიებები, რომელიც დააგდებს მობილობას და კონტროლირებადს გახდის - ე.წ. წერტილოვანი და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც ამ რაოდენობას მართვად დონეზე დაიყვანს, მეორე ნაწილი: უფრო ოპტიმალურად გადაწყობა და გადანაწილება იმ საექიმო და სხვა ტიპის რესურსის, რაც გვაქვს; ასევე ოპტიმალურად მართვა იმ პაციენტების, რომელიც უშუალოდ უნდა მოხვდნენ ან ინტენსიურ პალატებში ან რეანიმაციაში.

რატომ ვერ ვახერხებთ უკეთესად ამის მართვას, ასეთი ფუნდამენტური პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. არ არსებობს სისტემურად ეს მოაგვარო თუ ერთი მხრივ, ეს გავრცელება არ შეაკავე და მეორე მხრივ, არსებული რესურსი მაქსიმალურად ოპტიმალურად არ გადაანაწილე“, - განმარტა მინისტრმა.