25.მაისი .2020 11:23

რა არის საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური დანახარჯები?

views 1618
უკან

საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ოჯახების (შინამეურნეობების) საშუალო ყოველთვიურ დანახარჯებს ასახავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ეს თანხა 44.1 ლარით გაიზარდა და მან 1146.1 ლარი შეადგინა.

ოფიციალური მეთოდოლოგიით, საშუალო შინამეურნეობაში (ოჯახში) მაცხოვრებელთა რაოდენობა 3.5-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთ სულზე საშუალო ყოველთვიური დანახარჯებიც 327.7 ლარია. 

საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი ნაწილი სურსათზე მოდის. კონკრეტულად კი სასურსათო ხარჯებს მთლიანი ხარჯების 37.8% უკავია. სრულად აღნიშნული განაწილება ასე გამოიყურება:

  • სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე - 37.8%;
  • სხვა სამომხმარებლო ხარჯები - 15%;
  • საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე - 12.9%;
  • ტრანსპორტზე  - 12%;
  • ჯანმრთელობის დაცვაზე - 11.8%;
  • ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 4.2%;
  • საოჯახო მოხმარების საქონელზე - 3.6%;
  • განათლებაზე - 2.8%.

რაც შეეხება შემოსავლების მოცულობას, საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების მოცულობა 2019 წელს 1175.3 ლარს შეადგენდა (ერთ სულზე 336.1 ლარს). შესაბამისად, მოქალაქეთა შემოსავლები მათ ხარჯებს თვეში სულ 9 ლარით აღემატებოდა. 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა