მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოში სამედიცინო დაზღვევის საშუალო ღირებულება

615053ef2d15b
BM.GE
26.09.21 15:00
1172
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობამ და დამსაქმებლებმა კერძო სამედიცინო დაზღვევის პრემიებში სულ 195 მილიონი ლარი გადაიხადეს. 

2021 წლის პირველ 6 თვეში სამედიცინო დაზღვევის პრემიების მთლიანმა მოცულობამ 195 მილიონი ლარი შეადგინა. გადახდილი პრემიების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.7%-ით (23.6 მილიონი ლარით) გაიზარდა. 

გადახდილი პრემიების მიხედვით, წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის საშუალო ყოველთვიური ღირებულება თვეში 51.1 ლარს შეადგენს, 2020 წელს კი ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალო პაკეტის ღირებულება თვეში 47 ლარი იყო.

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სულ 635,876 ადამიანი სარგებლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 17%-ია. 

წინა წელთან შედარებით დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 28,656-ით, ანუ 4.5%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი დაზღვეულთა რაოდენობა 55,876-ით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. 

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მოზიდული პრემიების მიხედვით პირველ ადგილზეა "ჯიპიაი ჰოლდინგი", რომელზეც მოზიდული პრემიების 29% მოდის. 21%-ით მეორე ადგილზეა "იმედი L", 14%-ით მესამეზე "არდი", 7%-იანი წილი აქვს "სადაზღვევო ჯგუფს", 6% "პსპ დაზღვევას", ბაზრის სხვა მოთამაშეებზე კი 23% მოდის.