მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აწუხებს ქართულ ბიზნესს? - ირაკლი ბურდილაძის მოსაზრება

5db05b325f27e
ლიკა გურაბანიძე
24.10.19 10:15
1044
„სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ხელები, ტვინი, ადამიანური კაპიტალი" - ასე უპასუხა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ BM.GE-ის კითხვას - რა აწუხებს ქართულ ბიზნესს.

ბურდილაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ადამიანური კაპიტალი, როელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპს აჰყვება.

„მე მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რაც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" დავაყენე, არის ის, რომ ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ხელები, ტვინი, ადამიანური კაპიტალი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ასეთ ზრდას და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ინვესტიციების განხორციელება.

მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. შარშან სამშენებლო კოლეჯი გავხსენით, რომელსაც შეუძლია წლის განმავლობაში 600-მდე კვალიფიციური მუშა-ხელი მოამზადოს. წელს ზუგდიდში ანალოგიურ პროექტს ვგეგმავთ, თუმცა სასტუმროების კუთხით, გვინდა პროფესიული კოლეჯი გავხსნათ, რომელიც სასტუმროს და რესტორნების პერსონალს მოამზადებს. მსგავსი ტიპის ინვესტიციები განათლების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანური კაპიტალი შეიქმნას, რომელიც ასეთი ზრდის ტემპს აჰყვება",  - აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.