მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აწუხებს სამშენებლო სექტორს? - დეველოპერები პრემიერს ხვდებიან

5da05f3c29ded
ელენე გოგბერაშვილ
11.10.19 14:52
1056
დროული გადაწყვეტილებების პრობლემა და საბანკო რეგულაციების ნეგატიური გავლენა ბიზნესზე -ეს ის საკითხების ნაწილია, რაზეც სამშენებლო სექტორი პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ისაუბრებს.

როგორც კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი, მალხაზ კუნელაური აცხადებს, სამშენებლო სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა არ უნდა იყოს უხერხული იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რამაც სექტორზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

„დროული გადაწყვეტილებების მიღებაა მნიშვნელოვანი, მეორეა საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ვფიქრობ, რომ ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემებს.

კარგი იქნება თუ ერთობლივად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებებს და პრაქტიკაში იმ გადაწყვეტილებებს, რომელმაც პრობლემა გამოიწვია, არ არის უხერხული, რომ უკან დავაბრუნოთ.

საბანკო რეგულაციებმა ერთი პერიოდი შექმნა ვაკუუმ სიტუაცია გაყიდვების მხრივ, რადგან სესხების გაცემა იყო შეზღუდული. მეტნაკლებად დარეგულირდა, თუმცა დღის წესრიგიდან არ არის ეს საკითხი მოხსნილი.

ჩვენი თხოვნაა, იპოთეკურ ნაწილში ფიზიკურ პირებს არ შეეხოს ეს რეგულაცია“-აცხადებს კუნელაური.