საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მომდევნო 2 წლიან პერიოდში საწარმოებისთვის ორი ახალი კანონის ამოქმედება იგეგმება. ერთი ბიზნესს ავარიულ მოქმედებათა გეგმის შედგენას, მეორე კი ინტეგრირებულ გარემოსდაცვითი ნებართვების აღებას ავალდებულებს.
როგორც ბითაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა კომპანიებს ახალ რეალობაზე გადაწყობისთვის გონივრული ვადები მიეცემათ.
„100-მდე საწარმო გვაქვს, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თემაზე ინსპექტირების აქტიური ფაზა დაიწყო შარშან, წელსაც გაგრძელდება, მაგრამ ამით არ სრულდება საწარმოების სამომავლო გეგმები.
ჩვენ გვაქვს მისაღები რამდენიმე ახალი კანონი, ახლა ვიწყებთ წყლის კანონის განხილვას, რომელიც წყლის სხვადასხვა მიმართულებას არეგულირებს. ერთ-ერთია წყლის ხარისხი, არადაბინძურებული წყალი, ანუ წყლის ჩაშვებების კუთხითაც ახალი ვალდებულებები გვექნება, უფრო სწორად ძველი შეუსრულებელი ვალდებულებები, განახლებული ფორმით.
ასევე მალე მივიღებთ ორ ახალ კანონს, ერთი დიდი ავარიების შესახებ დირექტივიდან გამომდინარე, რომელიც ავარიულ მოქმედებათა გეგმების შედგენის ვალდებულებას დაუწესებს ბიზნესს, შესაბამის სახანძრო უსაფრთხოების და სხვადასხვა კომპონენტები იქნება გასათვალისწინებელი და მეორე ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. ეს კანონები ასოცირებიდან გამომდინარე მისაღები გაქვს ძალიან მალე, მაქსიმუმ 2 წელში, თუმცა გავითვალისწინებთ რამდენიმეწლიან გარდამავლ პერიოდს რომ ბიზნესმა მოახერხოს გადაწყობა.“ - განაცხადა ბითაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ