06.სექტემბერი .2019 21:00

რა ახდენს ინვესტიციების მოზიდვაზე დადებით გავლენას?-საბიუჯეტო ოფისი

views 242
უკან

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.


"38 განვითარებადი ქვეყნის მაგალითზე გაკეთებული პრაქტიკული ანალიზის მიხედვით გამოიკვეთა, რომ განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მთავარი დეტერმინანტები შესაძლებელია დავაჯგუფოთ დადებითი და უარყოფითი გავლენის მიხედვით.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის ინვესტიციების მოზიდვაზე დადებით გავლენას შესაძლებელია ახდენდეს:

1. ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდა

მაღალი ეკონომიკური ზრდა ქმნის შედარებით უკეთ შესაძლებლობას, რომ იქ არსებული კომპანიების და საწარმოები მიიღებენ მაღალ ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე ისეთ გარემოში სადაც ეკონომიკა მცირედით ან საერთოდ არ იზრდება. კვლევის მიხედვით ეს კავშირი პერიოდების მიხედვით სხვადასხვა სიძლიერისაა თუმცა მუდმივად დადებითი

2. გამართული ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა თავის მხრივ ბევრ განზომილებას (გზები პორტები რკინიგზა და ა.ს) ფარავს განუვითარებელი ინფრასტრუქტურა შესაძლებელია დადებითადაც კი


მოქმედებდეს ამ სფეროში განსახორციელებლ ინვესტიციებს ზრდიდეს რა კონკრეტულად ამ სფეროში დაბანდების მომგებიანობას, მაგრამ ძირითადად კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ზრდის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს, საინვეტიციო შესაძლებლობას და მიმზიდველობას.


3. ეკონომიკის გახსნილობა

ეკონომიკის გახსნილობა ძირითადად იზომება, როგორც საგარეო ვაჭრობის წილი მშპ-სთან მიმართებით და მისი გავლენა ინვისტიციებზე თვით ინვესტიციების ბუნებაზეა დამოკიდებული. თუ ეს ინვესტიცია ბაზრის ძიებაზეა ორიენტირებული და ადგილობრივი ბაზრის ათვისება აქვს განზრახული, სავაჭრო შეზღუდვებმა და შიდა სუბსიდიებმა შესაძლოა დადებითად იმოქმედოს მათზე, თუმცა ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციები მიედინება ე.წ. ვაჭრობად სექტორებში და კვლევების დიდი უმრავლესობა ასკვნის, რომ ღია ეკონომიკა ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოძიებას.

4. მუშახელის ფასი და მწარმოებლურობა

მუშახელის ფასსა და უცხოურ ინვესტიციებს შორის ძლიერი პირდაპირი კავშირი ხშირად არ იკვეთება. თეორიის მიხედვით იაფი მუშახელი ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს უცხოური ინვესტიციისათვის, თუმცა ეს კავშირი ძირითად ახასიათებს ინვესტიციებს, რომლებიც ე.წ. სამუშაოძალა-ინტენსიური სექტორისაკენ მიემართება. აღსანიშნავია, რომ ძალიან იაფი მუშახელი ასევე დაბალი უნარებით და მწარმოებლურობით ხასიათდება, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას ფასთან ერთად მუშახელის პროდუქტიულობასაც აქვს მნიშვნელობა.

5. ბაზრის სიდიდე

თითქმის ყველა თეორიული თუ ეკონომეტრიკული კვლევის მიხედვით ბაზრის სიდიდეს, (რომელიც როგორც მშპ ან მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიანგარიშება) და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შორის დადებითი კავშირი არსებობს. ინვესტორებს სტიმული აქვთ შევიდნენ შედარებით დიდ ბაზრებზე, სადაც საკუთარი წარმოების გაფართოების საშუალება ექნებათ და რომელი ბაზრებიც შედარებით მაღალი მსყიდველობითი უნარით ხასიათდება"-ნათქვამია მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა