მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აზრი აქვს ფრენების აღდგენას, როცა კურორტები დაკეტილია და ტრანსპორტი შეზღუდული? - პასუხი

600aa96c86053
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 15:14
2234
„ამ პირობებშიც კი შევძლებთ, რომ პირველ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ BM.GE-ის შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია მთავრობას ტურისტების მიღება ქვეყანაში, როცა მთის კურორტები, რესტორნები დაკეტილია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

ნათია თურნავას თქმით, არავის აქვს მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან, როცა შეზღუდვების მოხნის პროცესი დაიწყება და აღდგება რეგულარული ფრენები, ტურიზმი ძალიან გააქტიურდება.

"პანდემიის დამარცხება ცალკე აღებული ქვეყნისთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისე, რომ არ დავარღვიოთ ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების პოზიტიური ტენდენცია, რაც დღეს გვაქვს. ანუ მოლოდინი იმის, რომ ყველაფერი აღდგება 2019-2018 წლების რეჟიმში, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ პირველი ნაბიჯები იდგმევა. თუნდაც მარტში თუ გვექნება დადებითობის მაჩვენებელი, ჩვენც უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვიქნებით ვიზიტორისთვის, ესეც ხომ მნიშვნელოვანია?!

ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება და ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა ავიახომალდებით აივსება. ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება, რომ კომპანიებმა გათვალონ რა სიხშირით და რომელი მიმართულებით იფრინონ.

შემოსვლას დაიწყებენ პირველი ტურისტები უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობის შესრულებით;

ზამთრის კურორტების გარდა სასტუმროები, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით ღია გვაქვს. გვაქვს კახეთი, აჭარა, სადაც ღია სივრცეში კაფეები ამოქმედდება, გვაქვს რაჭა და ა.შ. აქედან გამომდინარე ამ პირობებშიც კი შევძლებთ, რომ პირველ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა თურნავამ.