28.მაისი .2022 10:05

რა ბარიერები ექმნებათ ქართველ ექსპორტიორებს ყაზახეთში?

რა ბარიერები ექმნებათ ქართველ ექსპორტიორებს ყაზახეთში?
views 1428
უკან

ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძე იმ ბარიერებზე საუბრობს, რომლებიც ქართველ ექსპორტიორებს ყაზახეთში ვაჭრობისას ექმნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც სწორედ საქართველო-ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხებოდა.

“პრობლემა ძირითადადად არის საქმიანი კავშირების დამყარება და ბიუროკრატიული ბარიერები. კომპანიებს უჭირთ პირდაპირი კავშირების დამყარება, აუცილებელია, რომ ადგილზე ყაზახეთში იყოს იმპორტის აგენტი და დამოუკიდებლად საბაჟო პროცედურების გავლა არ არის მარტივი, რაც აძვირებს ტრანზაქციას. დამოუკიდებლად საბაჟო პროცედურების გავლა არ არის მარტივი, რაც აძვირებს ტრანზაქციას და უფრო რთულია სავაჭრო კავშირების დამყარება.

ამასთან, არის ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რადგან ბევრი ისეთი დოკუმენტაციაა მოსაგროვებელი, რაც შეიძლება ეფექტურად ვერ მოხერხდეს და საბაჟოზე დაყოვნდეს ტვირთი, ხშირად გვაქვს ხოლმე მეწარმეებისგან ჩივილი ამ კუთხით, შესაბამისად, ქართველი მეწარმეები ირჩევენ ამ გზას, რომ ადგილზე ჰყავდეთ პარტნიორი”,- აცხადებს გვანცა მელაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა