10.სექტემბერი .2020 16:50

რა ბედი ელის ინიციატივას, 300 ლარიანი ნივთების გამოწერაზე განბაჟების გაუქმების შესახებ?

views 2352
უკან

300 ლარიანი ნივთების გამოწერის შემთხვევაში შესაძლოა, განბაჟება აღარ მოგიწიოთ. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს საქართველოს 13 070 მოქალაქის მიერ წარდგენილი პეტიცია განიხილეს, საზღვარგარეთიდან გამოწერილი ნივთების განბაჟებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ინიციატივაზე ხელმომწერი პირები ითხოვენ, რომ საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება აღარ მოუწიოს და ზღვარმა 600 ლარამდე აიწიოს.

„პეტიციას არ ახლავს არანაირი ფინანსური გავლენის შეფასება და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის თხოვნა არის ამასთან დაკავშირებით და ბევრ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა კომიტეტმა დაიწყოს ამ საკითხის მოკვლევა. გთავაზობთ არ უარვყოთ ეს საკითხი და შევისწავლოთ და ამის შემდეგ მივცეთ მსვლელობა მას. ვნახოთ რა ციფრები გვექნება სამინისტროებისგან და შემდეგ გადავწყვიტოთ. ადრეც იყო ჩვენი კოლეგა-დეპუტატების მსგავსი კანონპროექტები და ვნახეთ, რომ უარყოფით გავლენას ახდენდა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა