მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებმაც ვირუსის გამო ევროპაში ყოფნის ვადები დაარღვიეს?

5e7343a65c30f
ინგა მურუსიძე
19.03.20 14:11
1077
მოქალაქეებს, რომლებსაც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ევროკავშირში ყოფნის 90-დღიანი ვადა დაარღვიეს, აღნიშნული დრო გაუხანგძლივდებათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეები ამა თუ იმ ქვეყანაში მყოფ საელჩოებს და საკონსულოებს უნდა დაუკავშირდნენ და მიიღონ ინფორმაცია ამის შესახებ.

„ბოლო პერიოდში ხშირად შემოდის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან საქართველოში, დარღვეული აქვთ დაწესებული 90-დღიანი რეჟიმი ევროპაში ყოფნის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ კოორდინაციაში როგორც ევროკომიასიასთან, ისე ინდივიდუალურად ევროპის ქვეყნებთან. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაციები ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეექმნათ პრობლემა, გადაუვადდეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ვადები და ამ მიმართულებით ჩვენი საკონსულოები და საელჩოები მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ზალკალიანმა.