მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ეწევა "მიკროგრინს" მისი დამფუძნებლების აშშ-ში გადასვლის შემდეგ?

5e4fff7143ba6
ნუცა ბაზლიძე
21.02.20 23:00
2192
კომპანია „მიკროგრინის“ დამფუძნებლები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მარიტა გენებაშვილი და ლევან შათირიშვილი საცხოვრებლად აშშ-ში გადადიან და მათი სტარტაპი „ინებეც“ ქართული ბაზრიდან ამერიკაში გადაინაცვლებს.

იმის გასაგებად, თუ რა ბედი ეწევა მათსავე კომპანია „მიკროგრინს“, BM.GE „მიკროგრინის“ თანადამფუძნებელ მარიტა გენებაშვილს დაუკავშირდა. როგორც გენებაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე, „მიკროგრინი“ ქართულ ბაზარზე რჩება და ის ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

„ჯერჯერობით არ ვაპირებთ „მიკროგრინში“ ინვესტორის დამატებით შემოყვანას, ინვესტორს ვეძებთ „ინებესთვის“. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „მიკროგრინი“ შორიდან სამართავად დავიტოვოთ“, - აღნიშნა მარიტა გენებაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, „მიკროგრინი“ პირველი ვერტიკალური ურბანული სათბურია კავკასიაში.

რაც შეეხება ამერიკის ბაზარზე „ინებეს“ განვითარებას, როგორც მარიტა გენებაშვილი განმარტავს, დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა სტარტაპის აშშ-ს ბაზარზე გადატანა უკვე გადაწყვეტილია.