მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ეწია 2011 წელს ანაკლიის პორტისთვის გამოყოფილ 1.5 მლნ ლარს? - დეპუტატი ფინანსთა მინისტრს

620e5c857bde5
ინგა მურუსიძე
17.02.22 19:18
530
საერთოდ რას უპირებთ ანაკლიის პორტს? - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

„თქვენ ხართ საერთაშორისო დავაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ანაკლიის არასწორი პოლიტიკის გამო, რომელიც ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი. მაგრამ თუ ეს დავა საქართველომ წააგო, ინვესტორები ჩვენ გვედავებიან ასევე უკვე განხორციელებულ ინვესტიციას, 80 მილიონს და საქართველოს ბიუჯეტს დამატებით ასობით მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ.

2021 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული გქონდათ 1.5 მლნ ლარის დაარჯვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. რა ბედი ეწია ამ თანხას? ზუსტად ამდენივე თანხა გაქვთ გათვალისწინებული 2022 წლის ბიუჯეტში და მაინტერესებს, რას უნდა მოხმარდეს ეს თანხა? ასევე 2021 წელს 10 მილიონი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი ავტომაგისტრალის და რკინიგზის პროექტებზე, მაინტერესებს, რა ბედი ეწია ამ თანხას? საერთოდ, რას უპირებთ ანაკლიის პორტს?“, - მიმართა ფინანსთა მინისტრს წითლიძემ.

მინისტრის თქმით, გამოყოფილი თანხა იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ახალი პირობებით ტენდერის გამოცხადება, შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება, ამ შემთხვევაში საუბარია მოსამზადებელ სამუშაოებზე იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ტენდერის გამოცხადება.

„რაც შეეხება გზის და რკინიგზის მიყვანას, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ როგორც კი პროექტი საწყის ეტაპზე იქნება, თანხებს მოვიძიებთ იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან შესრულდეს. ამ ნაწილში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები შესრულდება იმაზე ადრე, ვიდრე პროექტით ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.