04.თებერვალი.2019 14:16
საზოგადოება

რა ცვლილებები იგეგმება პროფესიულ განათლებაში?

რა ცვლილებები იგეგმება პროფესიულ განათლებაში?
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება ექნებათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. როგორც სამინისტროში განმარტეს ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. შედეგად საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები, პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ.

რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლების მონაწილეობით არის შემუშავებული.

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას გულისხმობს.

სამწლიანი ფაზა ასევე მიზნად ისახავს: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

20.აპრილი.2019 14:44
44

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
20.აპრილი.2019 10:57
123

პროკურატურამ გამარტივებულ შესყიდვაში თანხის მითვისებისთვის 6 პირი დააკავა

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:45
223

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
207

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
282

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 16:51
297

მშენებლობაზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი დააკავეს

ვრცლად