მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები იგეგმება სამშენებლო საქმიანობის და სივრცის დაგეგმარების კუთხით?

60d361c582cd0
BM.GE
23.06.21 21:17
695
პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

კანონპროექტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი.

„კანონპროექტის მიღებით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, რომლის თანახმად, თუ ობიექტი 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ორგანოს, წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როს შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს განხილვის 6-თვიან პროცედურას.