18.მარტი .2020 20:20

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსის გამო?

views 3605
უკან

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღანელის სოფო გორგოძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ეროვნული გამოცდები შეფერხების გარეშე დაგეგმილ ვადაში ჩატარდება, საგამოცდო ტესტები მეორე სემეტრში გასავლელი ფაქტობრივი მასალით არ დაიტვირთება. რაც შეეხება არსებულ ბარიერს, ამ ეტაპზე ბარიერის დაწევა არცერთ საგანში არ იგეგმება.

„ჯერ-ჯერობით ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. იცით, რომ გამოცდები ტარდება ივლისში, შესაბამისად იქამდე 3-თვენახევარია დარჩენილი. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ცვლილებებზე არ ვფიქრობთ, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გარკვეულ სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი.

ცხადია ჩვენ პროგრამის დაძლევის ნაწილს გავითვალისწინებთ და თუ მხოლოდ ეს იქნება პრობლემა და მასობრივი ტესტირების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება, ვუზრუნველყოფთ იმას, რომ მეორე სემესტრში რაც იყო პროგრამული მასალა, ამით ტესტებს ძალიან არ დავტვირთავთ. ორიენტრიებული ვიქნებით აბიტურიენტის აზროვნებაზე და ნაკლებად ფაქტობრივ მასალაზე, წელს ამას განსაკუთრებით მივაქცევთ ყურადღებას.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას, არ იგეგმება, ისედაც საკმაოდ დაბალია, მაგალითად 20%-ია უცხო ენაში და მათემატიკაში, ბევრმა უნივერსიტეტმა ეს ბარიერი პროგრამებზე გაზარდეს, ამიტომ დაწევაზე საუბარი არ არის", - განაცხადა სოფო გორგოძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა