მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებებს ელოდება VTB ბანკის გენერალური დირექტორი საბანკო რეგულაციებში?

5e218617c28c5
ინგა მურუსიძე
17.01.20 14:00
1825
„ვითიბი ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ელოდება, რომ საბანკო რეგულაციების კუთხით იპოთეკური დაკრედიტების ნაწილში დადებითი ცვლილებები განხორციელდება.

თუმცა, კონცელიძე ცვლილებებს სამომხმარებლო დაკრედიტების საკითხში არ ელოდება.

„მოთხოვნაც გაიზარდა, საკმაოდ გაადვილებულია და სტაბილურად დაიწყო იპოთეკური პორტფელის გაზრდა. სამომხმარებლო პორტფელის მიმართულებით ალბათ უფრო შემოსავლების შესწავლის მოთხოვნის შემცირებაზე საუბარი არის, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გვაქვს გადადგმული.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ლარის სტაბილიზაცია მოახდინა. ბოლო დროს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური იყო და დადებითად იმოქმედებს როგორც ინფლაციაზე, ისე ვალუტის სტაბილურობაზე. ამ ეტაპზე სწორი ნაბიჯებია გადადგმული. ვერ ვხედავ, რომ სამომხმარებლოს მიმართულებით დიდად რაიმე შეიცვლება, მაგრამ იპოთეკურ დაკრედიტებაში დადებით ცვლილებებს ვხედავთ გაადვილებისკენ“, - განაცხადა კონცელიძემ.