02.მარტი .2020 16:50

რა დაგიჯდებათ გარევაჭრობა ბათუმში - აჭარის მთავრობამ ფასები დაადგინა

views 379
უკან

ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლების საფასურები განისაზღვრა. ქალაქი სამ ზონად დაიყო. კერძოდ, ბულვარის მიმდებარე ტერიტორია - პირველი ზონა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი - მეორე ზონა და ქალაქის პერიფერიული ნაწილი - მესამე ზონა.

ფასები განსაზღვრულია 1 კვ.მ.-ზე თვიურად. რაც შეეხება თავად ღირებულებებს, მაგალითისთვის, ხილ-ბოსტნეულის, ბაღჩეულის, გაზიანი გამაგრილებელი სასმელების, წყლების, ყავის, ნაყინის, ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების, ლუდის და ბურახის კასრების, ყველა სახის სწრაფი გადახდის აპარატების, თვითმომსახურეობის ავტომატების ატრაქციონების, ბატუტის, აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის განკუთვნილი გასათამაშებელი ნივთის, სათამაშო და გასართობი აპარატების, ბავშვთა სასეირნო ავტომობილების, ველოსიპედების, სასეირნო ეტლების, ფაიტინების და სხვა გადაადგილების საშუიალებებიოს, სუვენირებით, სამახსოვრო ნივთების და ხელნაკეთი ნივთების ვაჭრობა პირველ ზონაში 40 ლარი ღირს, ხოლო მეორე ზონაში - 30 ლარი.

ამასთან, I ზონაში განთავსების მსურველებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ რესტორნების, კაფე-ბარების და სხვა საკვები ობიექტების წინ სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების ნივთების, მაგიდა-სკამები, საჩრდილობელი და სხვა სავაჭრო ინვენტარის, პირველი კლასის შენობა-ნაგებობების და სავაჭრო ჯიხურების განთავსება სურთ.

აღსანიშნავია, რომ II ზონაში ვაჭრობის მსურველებს 30 ლარის გადახდა მოუწევთ თვიურად 1კვ.მ.-ზე, გარდა რიგი შემთხვევებისა: ჟურნალ-გაზეთების, წიგნების, ნახატების, ყვავილების ან ხელნაკეთი ნივთების (10 ლარი). არასასურსათო საქონელი, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საოჯახო და სამრეწველო ნაკეთობების ან ამ ტიპის მომსახურების საშუალებების გაყიდვისას - 20 ლარი; ხილ-ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და სხვა პროდუქტებით, ასევე ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, ყვავილებით და სხვა დეკორაციული მცენარეებით გარე ვაჭრობის კი 1 კვ.მ-ის ფასი 15 ლარი იქნება. 

რაც შეეხება მესამე ზონას, იქ გარევაჭრობის ძირითადი ღირებულება 5-10-15 და 20 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ცნობისთვის: I პირველ ზონად განსაზღვრულია ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. კერძოდ, ბაქოსა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან, ბაქოს ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, რუს­თაველის ქუჩა, ნურეთინ ჩარმიკლის ქუჩა, შ. ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა, აღნიშნულ ქუჩებსა და ბულ­ვარის ტერიტორიას შორის არსებული ტერიტორია.

II ზონა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი - ბაქოსა და შავშეთის ქუჩის კვეთიდან, შავშეთის ქუჩა, პუშკინის ქუჩებამდე, პუშკინის ქუჩა, ლორიას ქუჩის კვეთამდე, ლორიას ქუჩა, ლორიასა და ტ. აბუ­სერიძის ქუჩის კვეთიდან ტ. აბუსერიძის ქუჩა, აღმაშენებ­ლის ქუჩა (წრი­ულამ­დე), წრიულიდან კობალაძის ქუჩა, ინასარიძის I ჩიხის კვეთამდე, ინასარი­ძის ქუჩის I ჩიხი, ინასარაძის ქუჩა, შ. ინასარაძის ქუჩის I ჩიხის კვეთიდან შ. ხიმშიაშ­ვილის ქუჩამდე (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასაწ­ყისში არსებულ წრიულამდე)

III ზონა - ქალაქის პერიფერიული ნაწილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორია გარდა I და II ზონებისა.

ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ყოველი თვის დასაწყისში, საქმიანობის დაწყებისთანავე.

დადგენილება უკვე ძალაშია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა