03.სექტემბერი .2020 18:44

რა დამატებითი ფუნქციები აქვს თიბისის მობაილბანკს ბიზნესისთვის?

views 236
უკან

“ახალ აპლიკაციაში გარდა იმისა, რომ კარგად გამოცდილი სამომხმარებლო გამოცდილება დავაკოპირეთ, ასევე ბევრი ისეთი ბიზნესური ნაწილი დავამატეთ, რომელიც ფიზიკური პირების აპლიკაციაში არ იყო” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თიბისის მობაილ ბანკის გუნდის კაპიტანმა ლევან უგრეხელიძემ ახალი აპლიკაციის შექმნაზე საუბრისას განმარტა.

“ახალ აპლიკაციას რამდენიმე დავალების ერთად დადასტურება შეუძლია, რომელიც ბიზნესებს აქამდე არ შეეძლოთ, არის ჯგუფური გადარიცხვები, ასევე სხვადასხვა ანგარიშებზე გადასვლა აპლიკაციიდანვე შეგიძლია.

აიბან სკანერი არის ერთ-ერთი ინოვაციური მხარე. ანუ გადარიცხვის დროს თუ აიბან ანგარიში ფურცელზეა დაწერილი, მისი ამოცნობა მობილურის კამერით მოხდება.

ჩვენ სანამ აპლიკაციაზე მუშაობას დავიწყებთ, მომხმარებელთან ინტერვიუებს, ასევე სხვადასხვა სახის კვლევებს ვაწარმოებთ და შედეგები ტესტირებას გადის. ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი ფუნქციებიც ბიზნესების მოთხოვნებიდან წამოსულია. ჩვენ ერთგვარი საფუძველი შევქმენით, რომ ბიზნესებთან მივიდეთ , მოვუსმინოთ და მათი სურვილების გათვალისწინებით აპლიაკციაში ახალი ფუნქციები ჩავაშენოთ” - განაცხადა ლევან უგრეხელიძემ.

როგორც თიბისიში განმარტავენ, ახალი აპი ბიზნესს სამ მთავარ სიახლეს სთავაზობს. პირველი ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტვივებს გადარიცხვების ტრადიციულ პროცესს არის ერთზე მეტი დავალების დადასტურება ერთი დიჯიპასის კოდით. თუ აქამდე საჭირო იყო ყველა დავალებისთვის ცალკე დიჯიპასის კოდი, ახლა უკვე შესაძლებელია დავალებების გაერთიანება/მონიშვნა და მათ დასადასტურებლად ერთი კოდი საკმარისი იქნება. ამ ფუნქციით შესაძლებელია კომპანიაში თანამშრომელთა ხელფასების გადარიცხვის დადასტურებაც.

მეორე ფუნქცია არის IBAN სკანერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარტივად ანგარიშის ნომრის დასკანერება ფურცლიდან ან ეკრანიდან. IBAN სკანერი ანგარიშის ნომრის აკრეფასთან დაკავშირებულ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.

მესამე ფუნქცია არის ბიზნესანგარიშების გადართვა აპიდან გაუსვლელად. როდესაც ერთზე მეტი ანგარიშის მფლობელი ხართ, განსაკუთრებით მოსახერხებელია, დარჩეთ აპლიკაციაში და ისე განახორციელოთ ოპერაციები სხვა ანგარიშებზე ან უბრალოდ შეამოწმოთ ისინი.

ბიზნეს აპი მუდმივად განახლდება და მას ახალი ფუნქციონალები დაემატება, იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროებებები გამოიკვეთება. ბიზნეს აპით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, იგი ხელმისაწვდომია როგორც Android ისე iOS მომხმარებლებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა