მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევები აღმოაჩინა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ტიკარაძის ქონებრივ დეკლარაციაში

5def5c53a710f
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 12:52
4162
დღეისთვის საქართველოს 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებისა და ბიზნეს რეესტრის მეშვეობით, მთავრობის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა. 

მიმოხილვის მიხედვით, მინისტრების და მათი მოადგილეების მხრიდან ყველაზე ხშირად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები არის არასრულად შევსებული, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ფლობს კონკრეტულ წილს, მაგრამ ამ წილის მართვის უფლება არ აქვს გადაცემული სხვა პირისთვის ანუ პირდაპირ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.

ერთ-ერთი ვინც TI-ის შეფასებით, ქონებრივი დეკლარაცია არასრული სახით წარადგინა ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა. გთავაზობთ ამონარიდს მიმოხილვიდან:

"ეკატერინე ტიკარაძე
დარღვევები:

1) ეკატერინე ტიკარაძეს 2019 წლის აგვისტოს დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი მეუღლე ბიძინა კაკაბაძე შპს „სადას“ დირექტორია.

მას დეკლარაციაში ასევე არ უხსენებია, რომ 2018 წლის განმავლობაში იყო შპს „Room 404-ის“ 50%-ის მფლობელი და დირექტორი, ასევე სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორი. პირველ კომპანიაში მან წილიც და პოზიციაც 2019 წლის აგვისტოში დათმო, ხოლო მეორე კომპანიაში – იმავე წლის ივნისში. სააქციო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში: 2013 წლიდან დღემდე მას 27 პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმდა, საერთო ღირებულებით 1,740,788 ლარი"- ნათქვამია მიმოხილვაში.