მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევები აღმოაჩინეს წელს კვების პროდუქტებში? - სეს-ის მონიტორინგის შედეგები

634e5ed6e47cc
ინგა მურუსიძე
18.10.22 12:33
444
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

სეს-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეხება კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების, პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტპრეპარატებისა და ვეტერინარული ობიექტების შემოწმების შედეგებს რეგიონების მიხედვით.

რაც შეეხება კვების სექტორს, როგორც გამოქვეყნებული შედეგებიდან ჩანს, მონიტორინგის შედეგად შემოწმდა ალკოჰოლური სასმელები, ხორცპროდუქტები, მათ შორის ქათამი, რძის პროდუქტები და ა.შ.

სეს-ის თანახმად, მაგალითისთვის რძის 5 საწარმოდან, რომელიც შემოწმდა, დარღვევა არც ერთში არ დაფიქსირდა. ასევე გაყინულ ქათმის ხორცში შემოწმდა წყლის შემცველობა და როგორც მონიტორინგის შედეგებში წერია, 23 შემოწმებული პროდუქტიდან არც ერთში წყლის ზედმეტი მოცულობა არ აღმოჩნდა.

შემოწმებულია ასევე პროდუქტები სალმონელას შემცველობაზე. როგორც მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, შემოწმებული შედეგებით დადგინდა, რომ შპს „ქართული გემოს“ მიერ წარმოებული კატლეტი შეიცავდა სალმონელას, რის გამოც საწარმო დაჯარიმდა და წარმოების უფლება ჩამოერთვა.

დარღვევებია აღმოჩენილი სასმელ წყალთან მიმართებით. კერძოდ, სეს-ის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ ადგილებში: მარნეულის წყლის სათავო ნაგებობა, "შპს მარნეულის სოფწყალი, შაუმიანის წყალსადენის სათავე ნაგებობა, არაგვისპირის საბავშვო ბაღი, ქარელში სოფელ აბანოს ცენტრი, რაჭაში სოფელი ბუგეული, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხმორი, შეუბანი, ბოყვა, ღარი და ა.შ.

შედეგები ასახავს 2022 წლის მეორე კვარტალის მონიტორინგს.

კვლევის შედეგები სრულად