მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დატვირთვით მუშაობენ საბაგიროები სამთო კურორტებზე?

5e134373ce63f
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 23:20
1640
საქართველოს სამთო კურორტებზე უთოვლობაა, შესაბამისად როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ზამთრის კურორტებზე საბაგიროების უმრავლესობას სატრანსპორტო ფუნქცია აქვს.

როგორც BM.GE-ის სამთო კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ბაკურიანში ერთი საბაგიროა ჩართული და ისიც დღეს უამინდობის გამო გათიშული იყო.

„დიდველის საბაგირო დღეს უამინდობის გამო არ ჩართულა. წინა დღეებში ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და პრობლემა არ ყოფილა. შესაძლოა ხვალაც ქარის გამო არ ჩაირთოს. პროგნოზით ქარია გამოცხადებული. საბაგიერობი კოხტა და მიტარბი, იმის გამო რომ არ არის დიდი თოვლი, არ ჩართულა. ჩვენ დავაანონსეთ რომ მხოლოდ დიდველი ჩაირთვებოდა, რომელსაც სატრანსპორტო ფუნქცია ექნებოდა.

რაც შეეხება გუდაურს, 21 დეკემბრიდან ყველა საბაგიროს სატრასპორტო ფუნქცია მივეცით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტურისტი იყო ჩამოსული და ზემოთ ასვლა რომ უნდოდათ ჩავრთეთ. მერე ცოტა მოთოვა და შესაბამისად, რამდენიმე ტრასაზე სრიალიც შესაძლებელია.

გოდერძიზეც საბაგიერობს სატრანსპორტო ფუნქცია აქვთ, გახსნილია ასევე თეთნულდის ნაწილი და ჰაწვალი“, - განაცხადეს სამთო კურორტების განვითარების კომპანიაში.