მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დატვირთვით მუშაობენ საქართველოში სასტუმროები - TBC Capital

604f467f6d1fd
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 15:45
835
TBC Capital-ის მიერ 26 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სასტუმროების სამომავლო დატვირთულობამ მარტის დასაწყისში წინა თვის მსგავსი დონე შეინარჩუნა.

ყოველკვირეული მიმოხილვის (8 მარტი) მიხედვით, მარტის სამომავლო დატვირთულობამ ზღვისპირა სასტუმროებში - 6%, თბილისში - 14%, კახეთში - 13% და სხვა რეგიონებში 13% შეადგინა.

ამასთან, გასულ კვირასთან შედარებით, ყველა რეგიონში უქმეებზე დატვირთულობა მცირედით გაიზარდა. 

რაც შეეხება სასტუმროების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ფასდაკლებებს, არსებული ჯავშნების მიხედვით, მარტში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და ზღვისპირეთის სასტუმროები მოჰყვა, ხოლო კახეთის სასტუმროები მომხმარებელს შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობენ.