მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდება მთავრობას სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირება?- გამარტება

5e6b65a31c09f
ელენე გოგბერაშვილი
13.03.20 14:54
2053
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სასტუმრო ბიზნესს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, მთლიანობაში აღნიშნული შეღავათით 18 ათასზე მეტი სუბიექტი ისარგებლებს. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, რასაც მთავრობა ბიზნესის მხარდასაჭერად გაიღებს, თურნავას განცხადებით, ეს დაახლოებით 3 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.  

„გასულ წელს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა დიდი დარტყმა მიადგა სასტუმრო ბიზნესს, მივიღეთ გადაწყვეტილება და 4 ნომრიდან 20 ნომრამდე მცირე სასტუმროები, ეკონომიკის სამინისტროს "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მეშვეობით დავასუბსიდირეთ, საბანკო სესხების პროცენტით კრიზისის 6 თვის განმავლობაში. ამ პროგრამამ კარგად იმუშავა. ახლა ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით მიღებენ იგივე დახმარებას.

ეს თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან. ეს იქნება "აწარმოე საქართველოშის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა. ეს არის 18 ათასზე მეტი სუბიექტი მთლიანობაში. თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, 3 მილიონის ფარგლებში იქნება“-განაცხადა თურნავამ.