მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დავალება მიიღო პრემიერისგან ეკონომიკის სამინისტრომ და "ფოსტამ" მოხუცების დასახმარებლად

5e709c6e1f73a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 13:45
866
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს და თითოეულ მოქალაქეს ამ პროცესში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს, ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობამ რამდენიმე უწყების გაერთიანებით შეიმუშავა გეგმა, როგორ მოემსახურონ თვითიზოლაციაში მყოფ ხანდაზმულ მოქალაქეებს.

„მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და "საქართველოს ფოსტას" დაევალა ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს 70 წელს გადაცილებულებს იმ მომსახურების გაწევას, რომელიც მათ ყოველდღღიურად ესაჭიროებათ“, - განაცხადა პრემიერმა.