მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დახმარება მიიღო აშშ-დან საქართველომ ბოლო 30 წელში? - ელჩის კომენტარი

62e37c7b9b89f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 10:26
1069
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ“ - ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც უწევს. პარტნიორების ერთმანეთისგან დაშორება კი საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

„საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს 6 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.