07.მაისი .2020 20:13

რა დახმარებებს მიიღებენ რესტორნები და კვების ობიექტები?

views 763
უკან

რესტორნები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც 25,000 ადამიანი არის დასაქმებული, ბრუნვა კი 900 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი კვების ინდუსტრია დღეს ფაქტობრივად მხოლოდ დისტანციური მიტანის სერვისით მუშაობს, სექტორის უდიდესი ნაწილი კი ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვის გამო გაჩერებულია. დღეს საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის სტრატეგიასთან ერთად, კვების ობიექტების მხარდაჭერის პროგრამაც წარადგინა. მისი მეშვეობით მთავრობა 2020 წლის ქონების გადასახს ამ კომპანიებისთვის აუქმებს, ავადებს საშემოსავლო გადასახდს და გეგმავს მათ მიერ აღებული სესხები საკრედიტო საგარანტიო სქემაში მოაქციოს.

შეღავათები, რომლითაც ეს კომპანიები ისარგებლებენ:

● კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
● კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
● კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს.

მთლიანად ტურისტული და კვების სექტორის დახმარებების პაკეტი ასეთია:

1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
5. კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
11. ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
12. გიდების მხარდაჭერის პროგრამა.

ჯამურად პროგრამის მოცულობა 200 მილიონი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა