მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დევს "ბადაგის" 600-ლარიან საახალწლო შეფუთვაში?

61cc2eb893c02
მარიამ იზორია
30.12.21 00:13
4683
“ბადაგი” გარდა ჩურჩხელისა მომხმარებელს შეფუთულ საახალწლო ნუგბარსაც სთავაზობს, რომელთა ფასებიც 6 ლარიდან იწყება და 600 ლარამდე ადის.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თამთა ჩანქსელიანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ სასაჩუქრე შეფუთვები სხვადასხვა საფასო სეგმენტის პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის ჩურჩხელას, გოზინაყს, ღვინოს, თაფლსა და სხვა პროდუქციას.

“გვაქვს სხვადასხვა საფასო სეგმენტის შეფუთვები, მაგალითად 90-ლარიან ნუგბარში ღვინო და ბადაგის ჩურჩხელები დევს, გვაქვს ასევე 40-ლარიანი შეფუთვებიც, რომელიც ჩირს, ტყლაპს, ნიგოზს აერთიანებს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ფასიან 600-ლარიან შეფუთულ საახალწლო ნუგბარს, დაწნულ ხელნაკეთ ჩემოდანში ჩვენი ყველა ქართული პროდუქტია წარმოდგენილი, რაც წარმოებაში გვაქვს, მათ შორის, ჩურჩხელა, ტყლაპი, გოზინაყი, ჩაი და თაფლი”, - განმარტავს “ბადაგის” მარკეტინგის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, კომპანია “ბადაგს” ჯამში შვიდი მაღაზია აქვს. გარდა ამისა, კომპანიის პროდუქცია სავაჭრო ცენტრებშიც იყიდება. “ბადაგი” 2021 წელს ახალ 30-მდე სავაჭრო ცენტრში შევიდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2022 წელს ახალ მაღაზიასაც გახსნის.