მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად? - განმარტება

5ea2eae894609
ინგა მურუსიძე
24.04.20 17:45
10124
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, თუ რა დოკუმენტები შეუძლიათ წარადგინონ თვითდასაქმებულებმა იმისთვის, რომ კომპენსაციები მიიღონ.

მაჭავარიანი ფიქრობს, რომ კომპენსაციების კუთხით ყველაზე რთული საკითხი იქნება თვითდასაქმებულების აღრიცხვა, ვინაიდან მათი ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი არსებობს.

მინისტრი ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი შედარებით იოლად საპოვნი და დადასტურებადია, მაგალითად, მცირე და მიკრომეწარმეები და ა.შ., თუმცა ზოგიერთი შემთხვევა შედარებით რთული გადასაწყვეტია.

„მაგალითისთვის მცირე და მიკრომეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნა, ჩვენ ვნახავთ ჰქონდათ თუ არა პირველი კვარტლის განმავლობაში რაიმე დეკლარაცია შევსებული და თუ რაიმე სახის თანხის მოძრაობა ჰქონდათ ან თუნდაც ერთი ჩეკი ამორტყმული, ეს ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად. ასევე, სოციალურად დაუცველების ნაწილს რაც შეეხება, ზოგიერთი მათგანი თვითდასაქმებული იყო და მცირე შემოსავალი ჰქონდათ. მათ აქედან ვუპასუხებთ. არის არხები, რომლებიც იოლად არ იდენტიფიცირდება და მათ უნდა წარმოადგინონ საბუთი. მაგალითად, თუ ვინმე მუშაობდა ბაზრობაზე, მაგრამ არ ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი და იხდის ფიქსირებულ გადასახადს, ამ დროს ბაზრობის დასტური იქნება საჭირო, რომ ეს ადამიანი ნამდვილად აღნიშნულ ბაზრობაზე ვაჭრობდა. მას, ვისაც გაქირავებული ჰქონდა ფართი, უნდა წარმოადგინოს საბანკო ჩარიცხვები, რომ მას თუნდაც იანვარში ჰქონდა ჩარიცხვა და ის მიიღებს კომპენსაციას. თუ არანაირი დოკუმენტი არ აქვს, ამ შემთხვევაში ვერ ვპოულობთ გამოსავალს და სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.