საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს კიდევ ერთხელ შეეხო მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილებას და იმპორტიორებს ქვეყანაში მედიკამენტების დროული შემოტანისკენ მოუწოდა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით მედიკამენტებზე ფასებს ძალიან მალე გააიაფებს“ - თქვა პრემიერმა.
დაიწყეს თუ არა საქართველოში მოქმედმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე მუშაობა, რა პერიოდი დასჭირდება თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მედიკამენტები მოქალაქეებისთვის - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ კომპანია „ავერსს“ მიმართა.
კომპანიის მომარაგების დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის თქმით, მათ თურქ დისტრიბუტორებს, მედიკამენტების, როგორც პარალელური იმპორტის განსახორციელებლად რეგისტრირებულ შეფუთვაზე თურქული შეფუთვის დასამატებლად, ასევე აღიარებითი რეჟიმით დასარეგისტრირებლად რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გადაუგზავნეს და ონლაინ-კომუნიკაციის გზით წესები განუმარტეს.
„ველოდებით დისტრიბუტორებიდან რეგისტრაციისათვის დოკუმენტებს. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გამოგზავნის მიხედვით ვიმსჯელებთ რეგისტრაციის და შემდგომი იმპორტის სავარაუდო დროზე. სავარაუდოდ 1-2 თვე დასჭირდება, რაც დამოკიდებულია მათ გამოგზავნილ სარეგისტრაციო დოკუმენტების სისწორეზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო სამსახური განიხილავს“, - ამბობს „ავერსის“ მომარაგების დირექტორი.
კითხვაზე, როდის იქნება შესაძლებელი „ავერსის“ ქსელში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის, „ავერსში“ აცხადებენ, რომ „ძალიან მალე“ და განმარტავენ, რომ რამდენიმე ასეული დასახელების მედიკამენტის ფასი ბევრად დაბალი იქნება, თუმცა რამდენით არ აკონკრეტებენ.
„მოხდება როგორც თურქეთში წარმოებული პრეპარატების შემოტანა, ასევე თურქეთში იმპორტირებულის, ასევე, პრეპარატების, რომლებიც თურქეთში ევროპელი მწარმოებლების დაკვეთით იწარმოება“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ