კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა. მოწყობილობას აქვს 5,81 დიუმიანი ეკრანი და Snapdragon 730G პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი 128 გიგაბაიტია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Pixel 4a ბაზარზე 20 აგვისტოდან გამოვა და მისი ფასი $349 იქნება.
CNN-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში წამყვანი სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები უკვე დაინტერესდნენ ხელმისაწვდომი სმარტფონების წარმოებით. მაგალითად, აპრილში Apple-მა iPhone SE გამოსცა, რომლის ღირებულებაც 399 აშშ დოლარია. ასევე ხელმისაწვდომი ტელეფონების წარმოების ხაზი გააგრძელა Sumsung-მა (Galaxy A) და Motorola-m (Motorola G).
Google-ის განცხადებით, კომპანია 2020 წლის შემოდგომაზე ახალ Pixel 5-ს და Pixel 4A-ს 5G-ს მხარდაჭერით გამოუშვებს.
ახალი სმარტფონების შესახებ დამატებით დეტალებს კომპანია ჯერ არ ავრცელებს.