მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება ნავთობი? – პროგნოზები – Reuters

622dd6ccbff78
მარიამ ადამია
13.03.22 17:40
6697

გამოცემა Reuters ნავთობის ფასებთან დაკავშირებით წინასწარ-პროგნოზებს აქვეყნებს. Goldman Sachs-ის თანახმად, მსოფლიო შესაძლოა ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკის წინაშე აღმოჩნდეს, ხოლო Barclays-მა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, ფასები ბარელზე $200 გადააჭარბებს.

ოსლოში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy ასევე ამბობს, რომ Brent-ის ფასი შეიძლება $200-მდე გაიზარდოს.  შეგახსენებთ, რომ Goldman-მა 2022 წლის Brent-ის ფასის პროგნოზი 98 დოლარიდან 135 დოლარამდე გაზარდა, ხოლო 2023 წლის პერსპექტივა 105 დოლარიდან 115 დოლარამდე იყო ნავარაუდევი, თუმცა ეს სცენარი ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

სტატისტიკურად, რუსეთი მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ნავთობის ექსპორტიორია, რომელიც ყიდის დაახლოებით 7 მილიონ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს დღეში. პარალელურად, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ვენესუელასთან, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ასევე უდიდესი მარაგების მფლობელია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ აღარ შეისყიდის რუსეთისგან ნედლ ნავთობს. მან განმარტა, რომ იცის, ეს ნაბიჯი გამოიწვევს საწვავზე ფასის ზრდას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ზარალი, რომელიც ამერიკაში ბიზნესს და ოჯახებს მიადგება, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ბაიდენის თქმით, აშშ თავის ევროპელ პარტნიორებს მხარში დაუდგება და შეეცდება, უკრაინელი დევნილების საკითხში დაეხმაროს.