მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება სკუტერის გამოყენება?-ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი პროექტი თბილისის 10-ვე რაიონში ამოქმედდება

5ea7e3f156c00
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 12:15
8753
თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი პროექტი ამოქმედდა, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ კომპანია "სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერების დედაქალაქის 10-ვე რაიონში გადანაწილდება. ამის შესახებ მან ფეისბუქ-ჩართვის დროს განაცხადა. ამავე ჩართვისას პროექტის განმახოციელებელი კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, დღეისთვის თბილისში 300 სკუტერია, ეტაპობრივად სკუტერების რაოდენობა თბილისში გაიზრდება და კვირის ბოლოსთვის 1 000 სკუტერი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ხელმისაწვდომი, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალება. რაც შეეხება ფასს, ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, რომ თავიდან ხელმისაწვდომი ყოფილიყო პირველი - 10 წუთიანი მგზავრობა არის უფასო, ხოლო შემდგომი მგზავრობა ჩართვა არის 1 ლარი და შემდგომ ყოველი წუთი არის 35 თეთრი.

სკუტერით 22 კმ/სთ სიჩქარით შეგვიძლია გადავადგილდეთ. 10 წუთის განმავლობაში 3 კმ-ზე მეტს გავივლით, მაგალითისთვის 10 წუთში შესაძლებელია თბილისის მერიიდან დელისამდე მისვლა.

საკომენდანტო საათის პერიოდში სკუტერების აქტიურდებიან 7 საათზე და იძინებენ 9 საათზე. არის გარკვეული ზონები, მაგალითისთვის პარკები, სადაც სკუტერესბი დატოვება არ შეიძლება“, - განმარტა კომპანია „სქროლის“ წარმომადგენელმა.

მერის თქმით, სკუტერები თბილისის 10-ვე რაიონში გადანაწილდება და მისი გამოყენება მსურველებს აპლიკაციის საშუალებით შეეძლება.