03.სექტემბერი .2020 00:10

რა ეღირება Sumsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონი?

views 839
უკან

მსოფლიოში ცნობილმა სამხრეთ კორეულმა სმარტფონების მწარმოებელმა Sumsung-მა ახალი დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Z Fold 2-ი წარადგინა. სმარტფონი ოფიციალურად გაყიდვაში 18 სექტემბრიდან გამოვა და მისი ღირებულება 1,980 აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.

Galaxy Z Fold 2-ი აღჭურვილია 6.2 ინჩიანი წინა კამერით და გახსნის შემთხვევაში სმარტფონის ეკრანი 7.6 ინჩამდე იზრდება. მის შემადგენლობაში შედის ორი მთავარი და ერთი წინა კამერა, ასევე გააჩნია სწრაფი დამუხტვის სისტემა.

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საწყის ეტაპზე Sumsung-ის დასაკეც სმარტფონს არ ექნება ყველა აპლიკაციის მხარდაჭერა, მაგრამ აღჭურვილი იქნება ისეთი პოპულარული აპლიკაცეიბით, როგორიც არის Google-ი და Microsoft-ი.

როგორც გამოცემა წერს, დასაკეცი სმარტფონის ფასი საკმაოდ მაღალია Sumsung-ის დანარჩენი მოდელების ღირებულების ფონზე, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი სმარტფონით ბევრი მომხმარებელი დაინტერესდება. დასაკეცი სმარტფონის წინასწარი შეკვეთები დღეიდან იწყება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტიპის სმარტფონი Samsung-ისთვის უკვე მეორეა და პირველი კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში წარადგინა Galaxy Fold-ის სახელით.