მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის "ხუდონჰესს"? - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

5ed781796101d
ინგა მურუსიძე
03.06.20 12:37
1625
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, "ხუდონჰესის" პროექტის 100%-იანი წილი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

თურნავა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო "ხუდონჰესის" ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის ემზადება. რა პირობებით გაიყოფა "ტრანს ელექტრიკასთან" საქართველოს გზები, ამას საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაადგენს და ამ მომსახურებისთვის ეკონომიკის სამინისტრო 118 ათას დოლარს გადაიხდის. "ტრანს ელექტრიკა" ამ პროექტში 2008 წლიდან არის წარმოდგენილი.

"ხუდონჰესის ინვესტორები, ინდური კომპანია, უკვე წლებია ამ პროექტშია და პროექტი ვერ დაიძრა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო. ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება, კომპანიასთან მეგობრულად განვიხილოთ მათი გასვლა პროექტიდან. პროექტი თავის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დაუბრუნდეს მთლიანად, 100%-ით დაუბრუნდეს ამ პროექტზე პასუხისმგებლობა და ლიდერშიპი, ხოლო შემდეგ ვისმჯელებთ როდის და რანაირად განავხორციელოთ ეს პროექტი", - განაცხადა თურნავამ.