მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელით იტალიაში დარჩენილ ქართველებს? - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტება

5e67acfe21a58
ინგა მურუსიძე
10.03.20 18:50
996
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან კარანაძე არ გამორიცხავს, თუ იტალიიდან იმ რაოდნეობა მოიმატებს, რომელთაც შეჩერებული ავიარეისების გამო პრობლემა შეექმნა, დამატებითი რეისები დაინიშნოს. ამის შესახებ მან „TVპირველის“ ეთერში განაცხადა.

„ორი კვირის განმავლობაში ვისაც უწევდა რეისები და 6 მარტს დაწესებული რეჟიმით შეექმნა შეფერხება, სახელმწიფო უზრუნველყოფდა ამ მოქალაქეების ტრანსპორტირებას. ჯერჯერობით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საგარეო საქმეთა სამინიტროსთან, ისე ჩვენს საკონსულო დეპარტამენტთან იტალიაში.

თუ ასეთი მგზავრების რაოდენობა მოიმატებს, ალბათ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რამდენად საჭიროა დამატებითი რეისების დანიშვნა. შესაძლებელია სხვა მიმართულებებიდან ჩვენი მოქალაქეების ჩამოფრენა, ეს შეიძლება იყოს ავსტრიის გავლით, საფრანგეთიდან და ა.შ.

ყველა მგზავრზე, რომელიც ასეთი ზონიდან მოემგზავრება, მიმდინარეობს მომეტებული კონტროლი. მგზავრები წინასწარ აღირიცხებიან და ადგილზე ჩამოსვლისას ხორციელდება მათი შემოწმება“, - განაცხადა კარანაძემ.