16.მარტი .2020 14:09

რა ელოდება კვების ობიექტებს? - ნათია თურნავა დღეს მიტანის სერვისის კომპანიებს ხვდება

views 301
უკან

"დღეს მაქვს შეხვედრა საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიების წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კვების ობიექტებს, მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მოქალაქეებისთვის მომსახურეობის მიწოდება თავიანთ სივრცეებში. დღეს მაქვს შეხვედრა საქართველოში მიტანის სერვისების კომპანიების წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები. ჩვენ ამით დავეხმარებით კვების ობიექტებს, მიტანის ორგანიზებაში. ვითარება საკმაოდ დინამიურია, ყოველდღე ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით, კვების ობიექტები მეტ-ნაკლებად შემზადებული არიან ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ვითვალისწინებთ რა სხვა ქვეყნების პრაქტიკას, არ მგონია, ეს მათთვის დიდი სიურპრიზი იყოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება აღნიშნულ ბიზნესებს გამოწვევის წინაშე აყენებს, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ყველა პრობლემა ოპერატიულად იქნას გავლილი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა დავიცვათ მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა