მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის პროექტი და ტენდერი, რომელიც უნდა გამოცხადდეს? - ცქიტიშვილის პასუხი

600989f3e9612
BM.GE
21.01.21 21:00
1262
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საჭიროა ტენდერის გადაფასება და ინვესტორის მოძებნა, რაც ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

ჟურნალისტებმა პირველ ვიცე-პრემიერს ჰკითხეს, თუ რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ტენდერი, რომელიც  უნდა გამოცხადდეს.

„დღეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვაქვს პანდემია, ნაკლებად პროგნოზირებადი ვითარებაა მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით, რადგან ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს ლოკალური პროექტი არასოდეს ყოფილა. პროექტით საქართველოს გარშემო არსებულ სავაჭრო პარტნიორებს შორის ვაჭრობას უნდა შევუწყოთ ხელი, მთლიანად რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო ეკონომიკური აღდგენის პროცესთან ერთად ანაკლიის საკითხიც დაბრუნდება ინვესტორთა დღის წესრიგში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.