ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals-ი ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის პირობებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ინვესტორი კომპანიის მენეჯმენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გაგზავნა.
კონფიდენციალურ მიმართვაში, რომლის მოპოვება BMG-მ შეძლო, ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი შეშფოთებას გამოთქვამს საზღვაო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობს, რომ ამით იზღუდება ინვესტორის უფლებები და დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებას და პარლამენტიდან მისი გახმობა ითხოვა.
სწორედ ამავე წერილშია საუბარი ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტზე. ინვესტორი აფრთხილებს მთავრობას, რომ საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები აუარესებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს.
„2020 წლის 10 თებერვალს, APMT/PSPC-მ მიმართა საქართველოს მთავრობას განცხადებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა და APMT, როგორც ინვესტორი, ამჟამად არიან მოლაპარაკების პროცესში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებასა და ფოთის საზღვაო ნავსადგურის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
ეს სწრაფად წარმართული საკანონმდებლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სრულიად არაგამჭვირვალე ფორმით და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის გარეშე, აუარესებს საქართველოში საინვესტიციო გარემოს. ზემოთ მოცემული დასაბუთებაზე დაყრდნობით, მოვითხოვთ მხედველობაში მიიღოთ დაინტერესებული მხარის ინტერესები, შეაჩეროთ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და გაიხმოთ კანონპროექტი“, - წერს APM პრემიერს.
ცნობისთვის: 2020 წელს APMT-იმ ღრმა წყლოვანი ნავსადგურის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, პირველი ფაზისთვის და ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების განვითარების მეორე ფაზისთვის განხორციელდება 250 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავრობამ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის ფარგლებში პირველ ეტაპზე ნებართვის გაცემა უკვე უზრუნველყო.
რა პასუხი გასცა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ინვესტორ კომპანიას, ჯერჯერობით, საჯარო არაა.
APM Terminals-ი შეშფოთებას გამოთქვამს საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გამო და კანონპროექტის გახმობას ითხოვს
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი