მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ბათუმის აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები?

5f9851345e076
BM.GE
27.10.20 22:00
699
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 70% შესრულებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს. 

მათი ცნობით, კარკასული და გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების და ოფისებისთვის შიდა ტიხრების მოწყობის სამუშაოები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, დასრულებულია ახალი საბარგო ლენტებისა და უსაფრთხოების ახალი სკანერების მონტაჟი.

"ინფრასტრუქტურული სამუშაოების, მათ შორის მიწისქვედა კომუნიკაციების 70% შესრულებულია. მექანიკური და სახანძრო სისტემების 80% შესრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახანძრო ჰიდრანტების და სახანძრო ავტომატური საშხეფი სისტემების მონტაჟი", – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.