მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ციფრული ლარის პროექტი? - კობა გვენეტაძის განმარტება

61b09be6cca21
ინგა მურუსიძე
09.12.21 09:45
1425
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში “ციფრული ლარის” შემოღების პროექტზე მუშაობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ციფრულ ლართან დაკავშირებით უკვე ჩატარდა შეხვედრები ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებმაც საქართველოში ციფრული ლარის განვითარებაზე ინტერესი გამოხატეს.

როგორც მან 8 დეკემბერს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად, ციფრული ვალუტის შესაძლო მახასიათებლებს განიხილავენ, რომლის შემდეგ საჯარო განხილვებიც გაიმართება. 

"აღსანიშნია, რომ ციფრული ვალუტის ბევრი კომპონენტი არსებობს; ტექნოლოგიურად საკმაოდ გამართულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კომპონენტი არის განსავითარებელი, მაგალითად, offline-გადახდები და ა.შ. ვფიქრობთ, როგორ იქნება შესაძლებელი, კერძო საჯარო პარტნიორობის სხვადასხვა ფორმა გამოვიყენოთ.

ცოტა ხანში გვექნება საჯარო განხილვები ამ საკითხზე და ვფიქრობთ, ესეც შეუწყობს ხელს იმას, რომ სხვადასხვა აზრი მოვისმინოთ ციფრული ლარის პროექტზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.