მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები

5dfcfd21b3ec3
დავით ჯალაღონია
20.12.19 20:55
1010
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში იმ პროცესზე ისაუბრა, რასაც ინდოეთთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის დასაწყებად ახლა საქართველო გადის.

„ამ ეტაპზე ორი დიდი მოლაპარაკება არის დაწყებული და მიმდინარეობს. კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში ინდოეთთან უკვე გადავალთ მოლაპარაკების ფაზაზე. დასრულდა წარმატებით კვლევა საჭიროებების, რომელმაც დადებითი სურათი მოგვცა, უკვე გაცვლილია შეთანხმებების პირველი დრაფტები და შეგვიძლია გადავიდეთ მოლაპარაკებაზე და ვფიქრობთ, რომ ეს უდიდესი და მიმზიდველი ბაზარი იქნება ჩვენთვის მალე უბაჟოდ ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი.

მეორე ქვეყანა ისრაელია. იქ ოდნავ უფრო უკან ვართ, ვიდრე ინდოეთთან მიმართებაში. კვლევა მიმდინარეობს და მალე დასრულდება. მომავალ წელს ვფიქრობთ, შევძლებთ გადავიდეთ ხელშეკრულებების პირველი დრაფტების გაცვლაზე.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის არსებულ შეთანხმებაში ცვლილებებთან მიმართებაში იმისთვის, რომ მეტი ლიბერალიზაცია მოვახერხოთ“, – განმარტა მინისტრმა.