მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები Johnson&Johnson-თან და Novavax-თან?

60926d8338f81
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 14:08
808
საქართველო Johnson&Johnson-ისა და Novavax-ის ვაქცინების შემოტანას მესამე კვარტალში 2 გზით განიხილავს. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებების თარიღები უკვე ჩანიშნულია.

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის შემოტანა, შესაძლოა, 2 გზით მოხდეს - „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით და ასევე გვაქვს უშუალო კომუნიკაცია ყაზახეთში მწარმოებელი კომპანიის ოფისთან; ისინი განიხილავენ ჩვენს ინტერესს და კონკრეტული წინადადებით მოკლე ხანში დაგვიკავშირდებიან.

ასევე „ნოვავაქსის“ აშშ-ის სათაო ოფისთან ზარი მომდევნო კვირაშია ჩანიშნული, რათა შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შეიძლება გვქონდეს პირდაპირი მოლაპრაკების საშუალებით. გარდა ამისა, „ნოვავაქსი“ „კოვაქსის“ პლატფორმაზე უკვე იქნება და ქვეყანაში ის შეიძლება ამ გზითაც შემოვიდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.