მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა "ნამახვანისა" და "ნენსკრა ჰესის" პროექტები – ნათია თურნავას განმარტება

5db011156645c
დავით ჯალაღონია
23.10.19 12:37
1660
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში დაგეგმილ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა bm.ge-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ერთ–ერთი არის „ნამახვანის“ პროექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

„პირველ რიგში, „ნამახვანს“ ვიტყვი: სამშენებლო ნებართვის აღებისკენ მივიწევთ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას.

„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები, ახლა ახალი კონტრაქტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ამასობაში, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით – ეს არის ხიდები, გზები და ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა შარშანდელი წყალდიდობის შემდეგ“, – განმარტა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება.

„ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა და ბაზრის დერეგულაციის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იმიტომ რომ გაიხსნა ბაზარი, შეიქმნა მეტი კონკურენცია და მცირე ჰესებში, სხვა ტიპის განახლებად სადგურებში უფრო მეტი ინტერესი აქვს ინვესტორებს, რომ ჩადონ თანხები, მაგრამ კვლავაც დღის წესრიგში რჩება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ეს არის ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი ვითარდება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესის" პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. "ნამახვანი ჰესების კასკადი" კი, ცაგერის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ–ია, ინვესტიცია კი – $750 მილიონი.